logo
ENG



ოდიშარიას მტკიცებით, კანის კინოფესტივალზე ოჯახის წევრები "საკუთარი ხარჯებით" წაიყვანეს

22 მაი 202416:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/63ftdlngghm15cy.png

პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსია, ამტკიცებს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ოჯახის წევრები კანის კინოფესტივალზე მათ საკუთარი ხარჯებით წაიყვანეს.

მისივე თქმით, ფოტო, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, "სამუშაო დღის დასრულების შემდეგაა" გადაღებული და "ოჯახური ხასიათის ერთობას" ასახავს.

ოდიშარია წერს, რომ "თითოეული მათგანი არც პირველად იყო კანში და მით უმეტეს, არც უკანასკნელად" და ისტერიას უწოდებს იმ კრიტიკას, რაც კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს მოჰყვა. ქართული ოცნების პროპაგანდისტი და კონოცენტრის წარმომადგენელი ფოტოზე რეაქციას "ბულინგის კამპანიად" მოიხსენიებს. 

"ცოლებისა და შვილებისადმი ეს ბაბლი რომ პერვერსიულადაა განწყობილი და ყველა შესაძლო ხერხით იყენებს ინსტრუმენტად, სიახლე აღრავისთვისაა, უბრალოდ ეს მგონი პირველი შემთხვევაა, სადაც ფაშისტური ვნებები ბოლომდე გაშალეს და მცირეწლოვანი ბავშვების ირგვლივ ქილიკი, მეუღლეების დამუნათება გაიხადეს ოპონირების იარაღად. ფოტოზე აღბეჭდილია რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, რომლის შვილიც საკუთარი ხარჯებით წამოიყვანა, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელმაც თავის შვილი საკუთარი ხარჯებით წაიყვანა და ჩემი მეუღლე და შვილი, რომელიც ჩემი ხარჯებით წავიყვანე. ეს მათთვის, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ბიუჯეტის ფული ხო არ დაიხარჯა ბავშვებზე თოთოეული მათგანი არც პირველად იყო კანში და მითუმეტეს, არც უკანასკნელად", - წერს ოდიშარია.

დღეს კინოცენტრმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ქართული დელეგაციის წევრები კანის კინოფესტივალზე ოჯახთან ერთად არიან.

 

 

close დახურვა